"ქართული ოცნების" შტაბის ხელმძღვანელი - ზესტაფონში 600 ხარაგაულელი მხარდამჭერი ჩავიყვანეთ
"ქართული ოცნების"
საპრეზიდენტო კანდიდატთან, გიორგი მარგველაშვილთან ზესტაფონში გამართულ შეხვედრაზე ხარაგაულიდან, ორგანიზებულად 600 მხარდამჭერი ჩაიყვანეს.
ზესტაფონში ხარაგაულიდან 600 ადამიანის ჩაყვანის თაობაზე ინფორმაციას "ქართული ოცნების" ხარაგაულის შტაბის ხელმძღვანელი, მერაბ შათირიშვილი გაზეთ "ჩემი ხარაგაულთან" საუბარში ადასტურებს. შათირიშვილის თქმით, მხარდამჭერთა ზესტაფონში
ჩაყვანა ცენტრალურ შტაბთან შეთანხმებით მოხდა.
"ჩვენ ერთმანეთს
ვამხნევებთ და "ქართული ოცნება" თავის ელექტორატს აფიქსირებს ყველგან. ამაში
რა პრობლემას ხედავთ? ზესტაფონში, 13 ოქტომბერს 600 ადამიანი იყო წასული თავისი სურვილითა
და ნებით. ეგონათ, რომ ივანიშვილი ჩამოდიოდა. ივანიშვილისა და გიორგი მარგველაშვილის
სახელი "ქართული ოცნების" ამომრჩევლებისთვის არის დიდი პატივი," - ამბობს
მერაბ შათირიშვილი.
newpress.ge გაზეთ "ჩემ ხარაგაული"- ს რედაქციას დაუკავშირდა. გაზეთის მთავარი რედაქტორი
ლაურა გოგოლაძე ამბობს, რომ ის შემთხვევით, ზესტაფონში ზემოთ აღნიშნულ ამბავს შეესწრო.
"მარგველაშვილთან
შესახვედრად ხარაგაულიდან ზესტაფონში უამრავი ხარაგაულელი ვნახე. ამაში არანაირი კანონდარღვევა
არ არის, მაგრამ, რატომ გახდა აუცილებელი ასე ორგანიზებულად ხალხის ჩაყვანა? იგივე
შეკითხვა გამიჩნდა, როდესაც "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი,
23 სექტემბერს, ანალოგიურ შეხვედრას მართავდა ხარაგაულში, სადაც შესაძლოა ზესტაფონიდან
ჩამოყვანილი მხარდამჭერები ყოფილიყვნენ"
- აცხადებს გაზეთ "ჩემი ხარაგაული"-ს მთავარი რედაქტორი ლაურა გოგოლაძე.
ზესტაფონში, კოალიცია
" ქარული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატის შეხვედრა, 13 ოქტომბერს გაიმართა.
თავდაპირველად დაანონსებული იყო, რომ მარგველაშვილი ამომრჩევლებთან შეხვედრას ბიძინა
ივანიშვილთან ერთად გამართავდა, თუმცა, პრეზიდენტობის კანდიდატი, მუნიციპალიტეტში,
პრემიერის გარეშე ჩავიდა.
შეგახსენებთ, რომ
იმავე დღეს, მარგველაშვილმა, ივანიშვილთან ერთად, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრა ქუთაისშიც
გამართა. ე.წ ასსაფეხურიან კიბეებთან გამართულ შეხვედრაზე ამომჩევლები ქვიტირიდან და თერჯოლიდან ავტობუსებით ჩამოიყვანეს.
ავტორი: ნიუპრესი