|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რას სთავაზობს გია თევდორაძე ქუთაისის საარჩევნო შტაბების ხელძღვანელებს?

"ნაციონარული მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატის, დავით ბაქრაძის ქუთაისის საარჩევნო შტაბის უფროსი, გია თევდორაძე ქუთაისში არსებულ საპრეზიდენტო კანდიდატების საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებს ინიციატივით მიმართავს. აღნიშნულის თაობაზე თევდორაძემ newpress.ge-ს განუცხადა.

თევდორაძის ინიციატივის მიხედვით, საპრეზდენტო კანდიდატების შტაბის ხელმძღვანელები ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს არჩევნების დღესთან დაკავშირებით ერთობლივად შეხვდებიან.
თევდორაძის განცხადებით აღნიშნული ინიციატივა საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელების ურთიერთთანამშრომლობისა და ინფორმაციების გაცვლის საწინდარი იქნება. 
"აღნიშნული ინიციატივით უკვე მივმართეთ საოლქო საარჩევნო კიმისიის თავმჯდომარეს. თუმცა, გვითხრეს, რომ ამ წინანადებების შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უნდა მიმართონ. ველოდებით მათგან პასუხს," - ამბობს newpress.ge-სთან საუბარში  გია თევდორაძე.
22 საპრეზიდენტო კანადიდატიდან ქუთაისში საარჩევნო შტაბი მხოლოდ "ქართული ოცნებას", "ნაციონალურ მოძრაობას" და "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" აქვს.
თევდორაძე აცხადებს, რომ აღნიშნული შეთავაზების განხროციელებას აზრი მხოლოდ მაშინ ექნება, თუ მას "ქართული ოცნების" ქუთაისის  საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ზაზა მარუაშვილი დათანხმდება.          

ავტორი: დეა მანაგაძე