|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვანო მერაბიშვილი ჯანმრთელობის გაუარესების გამო სასამართლო პროცესს ვერ ესწრება

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრემიერ მინისტრის, ვანო მერაბიშვილისა და ჯანდაცის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმის არსებითი განხილვა უკვე დაიწყო.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი რამდენიმე მოწმე დაიკითხება.
მიმდინარე სასამართლო პორცესს ვანო მერაბიშვილი არ ესწრება. მისი ადვოკატების განმარტებით, ბრალდებული პროცესზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ გამოცხადდა. ადვოკატის თქმით, მერაბიშვილის ჯამრთელობის მდგომარეობა საგანგაშო არ არის, მას მხოლოდ ვირუსი აქვს.

ავტორი: თეკლა მორგოშია