მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის საქმეზე საინვესტიციო კომპანიის დირექტორს ჰკითხავენ
ქუთაისის
საქალაქო სასამართლოში
ყოფილი პრემიერ მინისტრის, ვანო მერაბიშვილისა და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ
ჭიაბერაშვილის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მოწმეების დაკითხვა ამ დრომდე
მიმდინარეობს.
უკვე დაიკითხა სამი მოწმე – ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები: ბორის
ჩაფიანი
და
ინგა
გურგენიძე, ასევე, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის
წარმომადგენელი, ზურაბ
ახნაურაშვილი.
ამ დროისათვის საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიის
დირექტორის, ნოდარ
ლობჟანიძის დაკითხვა მიმდინარეობს.
მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის საქმეზე მიმდინარე დღევანდელ პროცესზე კიდევ 5 მოწმე დაიკითხება.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელ პროცესს ვანო მერაბიშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ ესწრება.
ავტორი: თეკლა მორგოშია