|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ადვოკატი – "შპარგალკიანი" მოწმეების ჩვენებებმა დაადასტურა მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის უდანაშაულობა

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრემიერ მინისტრის, ვანო მერაბიშვილისა და ჯანდაცის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმეზე დღევანდელი პროცესი დასრულდა. მოწემეების დაკითხვა, რომელიც დღეს იყო დაგეგმილი სამუშაო საათების დასრულების გამო, მომდევნო სასამართლო პროცესამდე, 24 ოქტომბრამდე გადაიდო.

დღეს მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის საქმეზე ოთხი მოწმე დაიკითხა. სასამართლო პროცესზე.
მოწმეთა ჩვენებებით კმაყოფილები არიან პროკურორები. მათი თქმით, ჩვენებებმა კიდევ  უფრო გაამყარა მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის ბრალეულობა.
პროკურორ ქეთევან ჩაჩავას განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, საქართველოს აუდიტის წარმომადგენლის ჩვენება, რომლის თანამხმად, "კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა იმას, რომ 5 მილიონ 240 880 ლარი სრულიად არამიზნობრივად დაიხარჯა დასაქმების პროგრამის სახელით", – განმარტა ჩაჩავამ. 
პროკურორებისგან განსახვავებით, დღეს ბარლდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეების ჩვენებით უკმაყოფილება გამოთქვეს ადვოკატებმა. 
"დღეს "შპარგალკიანი" მოწმეების ჩვენებებმა დაადასტურა, რომ მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი უდანაშაულოები არიან", –  განმარტა სასამართლოს პროცესის დასრულების შემდეგ ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა. თავად, ბრალდებულმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა  დღეს მომწეთა დაკითხვას კომიკური უწოდა.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელ პროცესს ვანო მერაბიშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ ესწრება. 

ავტორი: თეკლა მორგოშია