|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ბურჯანაძის ვიზიტის გამო ცენტრალური მოედანი დილიდან გადაიკეტება

ხვალ, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, "დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოსთვის" პრეზიდენტობის კანდიდატი, ნინო ბურჯანაძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრას გამართავს.

ბურჯანაძის ქუთაისში ვიზიტის გამო დილიდან ცენტრალური მოედანი გადაიკეტება და სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება.

ამ წუთებში ქალაქის ცენტრალურ მოედანზე სცენის მონტაჟი მიმდინარეობს, საიდანაც ბურჯანაძე ამომრჩევლებს მიმართავს. ადგილზე მყოფი პირები newpress.ge–სთან საუბარში განმარტავენ, რომ მათ გზის გადაკეტვის თაობაზე ნებართვა ქალაქის მერიის ტრანსპორტის სამსახურისგან აღებული აქვთ.

ქუთაისში ნინო ბურჯანაძის ვიზიტი 17 საათზეა დაგეგმილი.

ავტორი: თეკლა მორგოშია