წერეთლის უნივერსიტეტში დასაქმებულთა პირადი მანქანების პარკირებისთვის თანხები ბიუჯეტიდან იხარჯება
ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა, სასწავლებელში
დასაქმებული პირებისთვის, პირადი ავტომანქანების სადგომს აწყობს. 50 ავტომანქანაზე
გათვლილი სადგომის მოსაწყობად უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან 55 555 ლარი იხარჯება.
უნივერსიტეტში
ამ დროისთვის უფასო ავტოსადგომი ორ
ადგილზე - ტაბიძისა
და თამარ მეფის ქუჩებზე ფუნქციონირებს. აღნიშნულ ადგილებს უნივერსიტეტში დასაქმებული
პირები, როგორც საკუთარი, ასევე, უნივერისტეტის ბალანსზე არსებული ავტომანქანების (12 ერთეული
ავტომობილი) პარკირებისთვის იყენებენ. თუმცა, როგორც სასწავლებლის ადმინისტრაციის
ხელმძღვანელი, მერაბ ირემაძე განმარტავს,
არსებული უფასო ავტოსადგომები
საკმარისი არ არის.
„უნივერსიტეტში
ლექტორებს, თითქმის ყველას ჰყავს ავტომანქანა და არ გვყოფნის პარკირების
ადგილები. სწორედ, ამ მიზნით, გადავწყვიტეთ, რომ გაგვეფართოვებინა და კიდევ
ერთი ავტოსადგომი დაგვემატებინა," - ამბობს მერაბ ირემაძე.
აღსანიშნავია,
რომ სასწავლებლის უფასო ავტოსადგომებით ის სტუდენტები ვერ სარგებლობენ, რომლებიც
უმაღლეს სასწავლებელში პირადი მანქანებით დადიან. მაშინ როდესაც, სასწავლებლის
ბიუჯეტი სწორედ სტუდენტების მიერ გადახდილი გადასახადებისგან ივსება.
რას აცხადებენ და ითხოვენ სტუდენტები, რა პასუხები აქვს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და ვინ არის კომპანია, როემლიც ახალი სადგომის მოწყობას უზრუნვეყოფს? ნახეთ სტატია მალე newpress.ge-ზე.
ავტორი: თეკლა მორგოშია