სამტრედიაში ქმრის ოჯახიდან 18 წლის გოგონა გაუჩინარდა
18 წლის სალომე დუნდუა, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისიდან 18 ოქტომბერს გაქრა. მან დილის ათ საათზე დედამთილს ორი წლის შვილი დაუტოვა და "მარშრუტკაში" ჩაჯდა. სამტრედიის ცენტრში ჩავირბენ, მამაჩემს პროდუქტებს ვუყიდი, კერძს მოვუმზადებ და მალე დავბრუნდებიო... თუმცა შებინდებისას სალომე ჯერ კიდევ არსად ჩანდა – ჰყვებიან გოგონას ახლობლები.
"ჩვენს ოჯახში სალომეს გარდა ოთხი სული ვართ და ყველას გამშრალი გვაქვს ცრემლი ტირილისგან. ერთადერთი ჩემი შვილიშვილი არ ტირის, ის პატარაა და ვერაფერს ხვდება.პირველ ორ დღეს კი მოიკითხა დედა, მაგრამ მერე გაერთო და მიივიწყა. მე და ჩემი ქმარი ახალგაზრდები ვართ, ბავშვი ჩვენი გაზრდილია და მხიარულად გვეთამაშება. დანარჩენები კი დავიღუპეთ, ჩვენც და სალომეს ქმარიც. საშინელ დეპრესიაშია ჩემი შვილი. 17 წლის იყო, სალომე ოჯახში რომ მომიყვანა, გოგოს ჩვენს ოჯახში შეუსრულდა 16 წელიწადი, ფაქტობრივად ბავშვები იყვნენ ორივე და ერთი დღეც დადგა, სალომე მისი ცხოვრებიდან გაქრა. იმ შავ პარასკევს დაბნელებამდე კი ველოდე ჩემს რძალს, მაგრამ რომ დაბნელდა, მერე ყველა შევყარე. რაც არ უნდა მომხდარიყო და რაც უნდა ეჭორავათ ჩემს ოჯახზე, აღარ ვჩიოდი," – ამბობს სალომე დუნდუას დედამთილი.
1 8 წლის სალომე დუნდუას გაუჩინარებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ასეთია: 18 ოქტომბერს სამტრედიის სოფელ მარნიდან სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა 19 წლის სალომე დუნდუა-ახობაძე. გოგონას ეცვა ლურჯი ჯინსის შარვალი, ნარინჯისფერი მაისური და ლურჯი, მოკლე პიჯაკი. გოგონას ახლობლები დახმარებას ითხოვენ და მისი ნახვის შემთხვევაში, ყველას მოუწოდებენ დარეკონ ნომერზე : 557 93 29 96
წყარო: kvirispalitara.ge
ავტორი: ნიუპრესი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა