ქუთაისში ბურჯანაძის ვიზიტის გამო ცენტრალურ მოედანზე სატრანსპორტო შეზღუდვები მოხსნილია
ქუთაისში, "დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოსთვის" პრეზიდენტობის კანდიდატს, ნინო ბურჯანაძეს 17 საათზე ელოდებიან. ბურჯანაძე ქალაქში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩამოდის.
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, სადაც ბურჯანაძე შეხვედრას გამართავს, სცენის მონტაჟი ადრომდე მიმდინარეობს. ადგილზე მყოფი პირების განმარტებით, გზის შესაძლო გადაკეტვასთან დაკავშირებით ქალაქის ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელობასთან
შეთანხმებული ჰქონდათ. თუმცა, მათივე თქმით, ამის საჭიროება არ ყოფილა.
"ჩვენ ყოველიშემთხვევისათვის მაინც ავიღეთ ნებართვა ტრანსპორტის სამსახურისგან,
თუმცა მხოლოდ დილის საათებში იყო შეზღუდული მოძრაობა“,– განმარტეს newpress.ge-სთან საუბარში ადგილზე მყოფმა პირებმა.
შეგახსენებთ რომ „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ საპრეზიდენტო კანდიდატის ნინო ბურჯანაძის ქალაქში ვიზიტის გამო სცენის მონტაჟი გუშინ გვიან ღამე დაიწყეს.
ავტორი: თეკლა მორგოშია