|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ბურჯანაძესთან შესახვედრად ქუთაისელები საქალაქო ტრანსპორტით გადაჰყავთ

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე დაგეგმილ ნინო ბურჯანაძის შეხვედრაზე ქუთაისელი მხარდამჭერები სხვადასხვა უბნებიდან საქალაქო ავტობუსებით გადაჰყავთ.
ამ დროისთვის ცენტრალურ მოედანზე ავტოქარხნის უბანში მცხოვრებლები მოიყვანეს, რომელეთა ტრანსპორტირება #1 საქალაქო საავტობუსო ხაზით მოხდა.
ავტობუსის მძღოლები არ განმარტავენ, თუ ვისგან მიიღეს დავალება ცენტრალურ მოედანზე მოსახლეობის ტრანსპორტირებისათვის.
"ჩვენ დღეს არ ვმუშოაბთ, ამიტომაც მოვიყვანეთ ეს ადმაინები" – განმარტავს #1 საავტობუსო ხაზზე დასაქმებული მძღოლი.
"წავედი ახლა მეო მეორე რეისი უნდა შევასრულო" – ასეთი დიალოგი მიმდინარეობს ავტობუსების მძღოლებს შორის.
შეგახსენებთ, რომ ბურჯანაძესთან შესახვედრად ქუთაისში მხარდამჭერები რაიონებიდანაც ჩამოჰყავთ.

ავტორი: თეკლა მორგოშია