ქუთაისის მერიაში თანამშრომელთა რაოდენობა შემცირების ნაცვლად გაიზარდა
ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებულთა რაოდენობა, რეორგანიზაციის შედეგად, შემცირების ნაცვლად, 26 თანამშრომლით გაიზრადა.
ამ დროისთვის ქუთაისის მერიაში 629 თანამშრომელი მუშაობს. აქედან, 513 – შტატით, ხოლო – 116 ადამიანი ხელშეკრულებით არის აყვანილი.
მერიაში მიმდინარე წლის ზაფხულში, რეორგანიზაციის განხორცილებამდე, 603 თანამშრომელი იყო დასაქმებული. (545 შტატით და 58 ხელშეკრულებით აყვანილი).
მერიაში რეორგანიზაციის განხორციელების აუცილებლობას მაშინ გაბერილი შტატებით ხსნიდნე, რის გამოც ძველი თანამშრომლები გაათავისუფლეს.
რეორგანიზაციის მიუდედავად, დასაქმებულთა გაზრდილი მაჩვენებლის ახსნა მოსთხოვა დღეს, ქუთაისის საკრებულოს საფინანსო–სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ, გოგიტა გოგელაშვილმა, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს, კოტე ლომიძეს.
"რა ვქნა, თითოეულმა სამსახურის წარმომადგენელმა მთხოვა, რომ თანამშრომლები დამატებით აყვანათ, დაკისრებული სამუშაოს კარგად შესრულებისთვის", – განუმარტა კოტე ლომიძე აღნიშნულ სხდომაზე.
შეგახსენებთ, რომ მერიაში რეორგანიზაცია ქუთაისის ყოფილი მერის, დიმიტრი კოპალიანის ბრძანების საფუძველზე განხორციელდა.
ავტორი: თეკლა მორგოშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა