„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ გათვალისწინებული ცვლილებებით, საგზაო წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება. - კანონპროექტს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზხადებული ცვლილებების თანახმად, იზრდება ჯარიმები მანევრირების წესების დარღვევაზე (100 ლარამდე და 20 ქულის დაკლება), სიჩქარის გადაჭარბებაზე (100 ლარამდე), უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობასა და საჭესთან მობილურით სარგებლობაზე (50 ლარამდე და 10 ქულის დაკლება).
50 ლარამდე იზრდება დგომა-გაჩერების წესების დარღვევის სანქცია არა მხოლოდ თბილისში, არამედ სხვა დიდ ქალაქებსა და კურორტებზე. დამატებით, 200 ლარით დაჯარიმდება „BUS LANE“-ზე საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა, ხოლო ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე გაჩერება 100 ლარით და ავტომობილის ევაკუაციით დასრულდება.
მკაცრდება სანქციები ე.წ. „დრიფტზეც“ — ქონების ან პირის დაზიანების შემთხვევაში 500-ლარიან ჯარიმასთან ერთად მართვის უფლება 6 თვით შეუჩერდება.
გარდა ამისა, 2 000-დან 5 000 ლარამდე იზრდება ჯარიმები გზისა და ინფრასტრუქტურის დაზიანებისა და უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის.


21:35
16:01
13:44
















