|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზაზა ფაჩულია რაჭაში „სადმელი ჰესის“ აშენებას გეგმავს

 NBA-ს ქართველი სპორტსმენი ზაზა ფაჩულია რაჭაში „სადმელი ჰესის“ აშენებას გეგმავს.  მთავრობის განკარგულების თანახმად, ზაზა ფაჩულიას კომპანია „სადმელი ჰესს“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 29 007 კვ.მ.-ის მიწის ნაკვეთის 49 წლის ვადით აღნაგობის უფლებით გადასცა, რისთვისაც ინვესტორმა ყოველწლიურად 18 973 ლარი უნდა გადაიხადოს.

გადაცემის პირობას კი „სადმელი ჰესის“ აშენება და ექსპლუატაციაში მიღებაა.  „სადმელი ჰესის“ სიმძლავრე 2.7 მგვტ იქნება, წლიური გამომუშავება კი 19.2 მლნ კვტ/სთ. ჰიდროელექტროსადგური 2027 წლის 30 სექტემბრისთვის უნდა ამუშავდეს.

ბიზნეს რეესტრის მიხედვით, კომპანია  „სადმელი ჰესი“ 2023 წელს რეგისტრირებული კომპანიაა, თუმცა ზაზა ფაჩუალიამ მისი 100%-იანი წილი 2025 წლის ივნისში ნანა ყეინიშვილის შვილისგან ნათია ლოლაძისგან 450 000 დოლარად შეიძინა. დღეს კომპანიას ლევან დიასამიძე ხელმძღვანელობს.

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა