|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის აეროპორტს სჭირდება საკმაოდ ძლიერი ლობი - ლაშა ბერეკაშვილი

ქუთაისის აეროპორტს სჭირდება საკმაოდ ძლიერი ლობი  - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელმა და ტურისტული კომპანია Travel To Georgia-ს დირექტორმა ლაშა ბერეკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქუთაისის აეროპორტში უკვე წლებია არცერთი ახალი ავიაკომპანია არ შემოსულა. პირიქით, გაუქმდა ქუთაისი-კოპენჰაგენის მიმართულება, სანაცვლოდ კი დაინიშნა თბილისი-კოპენჰაგენი.

„თუ ქუთაისი-კოპენჰაგენის მიმართულება არ იყო რენტაბელური, თბილისი-კოპენჰაგენი როგორ იქნებოდა. თუ თბილისიდან იყო შესაძლებელი ამ მიმართულების დამატება, რატომ ვერ მოხერხდა ქუთაისში უკვე არსებული მიმართულების გამაგრება/გაძლიერება?!  მაშინ, როცა ჩვენი ტურიზმის სამსახურის წარმომადგენლები მიდიან მუმბაიში, ნიუ-იორკში, საერთოდ აცდენილ ბაზრებზე, რატომ არ წავიდნენ დანიაში, არ გაწიეს იქ მნიშვნელოვანი სამუშაო და არ შეინარჩუნეს იმერეთისთვის და დასავლეთ საქართველოსთვის ესოდენ მნიშვნელოვანი მიმართულება.

ასევე, თბილისში შემოვიდა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Easyjet, დაინიშნა დამატებითი რეისები მაგალითად, იტალიის, ავსტრიის მიმართულებით, ეს კი მაშინ, როცა ქუთაისს არცერთი ავიაკომპანია და რეისი არ დამატებია, თუ პირიქით არ გამოაკლდა.

ვერავინ დამარწმუნებს, რომ ქუთაისის აეროპორტს არ გააჩნია პოტენციალი, გადახედონ სტატისტიკას, რომელ აეროპორტს ჰქონდა მგზავრთბრუნვა მაღალი.

ქუთაისის აეროპორტს სჭირდება საკმაოდ ძლიერი ლობი შესაბამის უწყებებთან, იმისათვის რომ დასავლეთ საქართველოს ერთადერთი შემოსავლის წყარო არ იყოს უკანა ეზო, მიჩუმათებული,“ - განაცხადა ლაშა ბერეკაშვილმა.

წყარო: bpn.ge

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა