|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში კალიგრაფიის კონკურსის გამარჯვებულები და მონაწილეები დააჯილდოვეს

ქუთაისშიკალიგრაფიის საქალაქო კონკურსის გამარჯვებულები და მონაწილეები დააჯილდოვეს.
 
ღონისძიება ქუთაისის ნ. ბერძენიშვილის სახელობის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში გაიმართა და დედაენის დღეს მიეძღვნა. 
 
კალიგრაფიის კონკურსი ქუთაისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით მე-12 წელია ტარდება. 
 
წელს სხვადასხვა საკონკურსო კატეგორიაში 200-მდე კონკურსანტი მონაწილეობდა - ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლების VIII-XII კლასის მოსწავლეები; პედაგოგები სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებიდან; სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის დაინტერესებული პირები.
 
კონკურსის შედეგად სამივე კატეგორიაში გამოვლინდნენ I, II , III ადგილის მფლობელები და ჟიურის რჩეულები. გამარჯვებულებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა