ქუთაისელთა პროტესტი newpress–ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე - არავის მივცეთ "სამი ოთარის" ძეგლის განადგურების უფლება
newpress–ის
მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ქუთაისში „სამი ოთარის“ ძეგლის ტერიტორიის გასხვისების
თაობაზე სოციალურ ქსელში მწვავე რეაქცია მოჰყვა.
facebook-ის მომხმარებლები
ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე, „სამი ოთარის“
ძეგლის ტერიტორიაზე სასტურმოს მშენებლობის შემთხვევაში აქციებს აანონსებენ და ხელმოწერების
შესაგროვებლად ემზადებიან.
– „ხმა აიმაღლეთ ქუთათურებო....... არავის მისცეთ ამ ძეგლების განადგურების უფლება“
– „არავინ
არ მისცემს მათ უფლებას, ეს ძეგლები გაანადგურონ, ან სხვაგან გადაიტანონ“
– „რამე საპროტესტო აქცია შეიძლება ამ
თემაზე“
– „ხელმოწერები უნდა შეგროვდეს, რომ
არ გაასხვისონ“
– „მოდი ბაგრატი და გელათიც ხომ არ დავანგრიოთ, რამდენ ადგილს იკავებენ ტყუილად“
– „ადვილი შესაძლებელია, ესეც აუფრინდეთ
თავში, ოღონდ კი ფული იშოვონ და ფეხებზე კიდიათ ყველა და ყველაფერი“
– „სად არის "ბაღის კიდე", საზოგადოება "ქუთაისელი" და ქუთაისლობაზე გულშემატკივრები? მაგრამ რა უნდა თქვამ ქალაქს პატრონი არც ყოლია და არც ყავს!!!!!!!“ – ასეთი შინაარსის კომენატრები გამოქვეყნდა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ newpress.ge–ს მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე მდებარე 417 კვ.მ მიწის ნაკვეთი ქალაქის მერიამ 35 წლიანი იჯარით გასცა. ფართზე, რომელიც მერიამ გააიჯარა, ცნობილი ქუთაისელების – ოთარ მამფორიას, ოთარ ქორქიასა და ოთარ სულაბერიძის ძეგლები დგას.
საჯარე რეესტრის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, აღნიშნული მიწის ნაკვეთის გასხვისების ხელშეკრულება მერიასა და კერძო მესაკუთრეს შორის 2013 წლის 11 ოქტომბერს შედგა.
ვის სარგებლობაში გადავიდა წერეთლის ქუჩაზე არსებული მიწის ნაკვეთი, ვინ დგას კომპანიის უკან და რას აშენებენ ფირმის მფლობელები? ნახეთ აქ
ავტორი: ნიუპრესი