newpress–ის მიერ გავრცელებულ ძეგლების ტერიტორიის გასხვისების ფაქტზე კომისიამ მოკვლევა დაიწყო
newpress–ის მიერ გავრცელებულ ფაქტზე ქუთაისში "სამი ოთარის" ძეგლის ტერიტორიის გასხვისების შესახებ, მოკვლევა ქუთაისის მერიაში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ დაიწყო.
როგორც, ქუთაისის მერიის პრესსამსხურში განმარტავენ, იურისტებით
დაკომპლექტებული კომისია "სამი ოთარის" ძეგლის ტერიტორიის გასხვისების კანონიერებას იკვლევს.
პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ქუთაისის მერის მოვალეობის
შემსრულებელი, კოტე ლომიძე აღნიშნულ საკითხზე ოფიციალურ კომენტარს კომისიის მუშაობის დასრულების
შემდეგ გააკეთებს.
ქუთაისის მერიაში შექმნილი კომისია მოკვლევას "სამი ოთარის" ძეგლის ტერიტორიის გასხვისების ფაქტზე, სავარაუდოდ, მომავალი კვირის დასაწყისში დაასრულებს.
შეგახსენებთ, რომ newpress.ge–ს მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე მდებარე 417 კვ.მ მიწის ნაკვეთი ქალაქის მერიამ 35 წლიანი იჯარით გასცა. ფართზე, რომელიც მერიამ გააიჯარა, ცნობილი ქუთაისელების – ოთარ მამფორიას, ოთარ ქორქიასა და ოთარ სულაბერიძის ძეგლები დგას.
საჯარე რეესტრის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, აღნიშნული მიწის ნაკვეთის გასხვისების ხელშეკრულება მერიასა და კერძო მესაკუთრეს შორის 2013 წლის 11 ოქტომბერს შედგა.
ვის სარგებლობაში გადავიდა წერეთლის ქუჩაზე არსებული მიწის ნაკვეთი, ვინ დგას კომპანიის უკან და რას აშენებენ ფირმის მფლობელები? ნახეთ აქ
"სამი ოთარის" ძეგლის ტერიტორიის გასხვისების ფაქტს სოციალურ ქსელში პროტესტი უკვე მოჰყვა. facebook-ის მომხმარებლები ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე, „სამი ოთარის“ ძეგლის ტერიტორიაზე სასტურმოს მშენებლობის შემთხვევაში აქციებს აანონსებენ და ხელმოწერების შესაგროვებლად ემზადებიან.
ავტორი: დეა მანაგაძე