ვანო მერაბიშვილმა სასამართლო პროცესზე ბოდიში მოიხადა
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ყოფილი პრემიერ მინისტრისა და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობას, ბრალდებულმა ვანო მერაბიშვილმა ერთ–ერთ მოწმეს შეკითხვით მიმართა: „რანდენად კარგი იყო დასაქმების პროგრამა მოსახლეობისთვის“ – ჰკითხა მერაბიშვილმა პროცესზე მოწმის სტატუსით მყოფ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქუთაისის მომსახურების ცენტრის უფროსს, ხათუნა ცანავას.
თუმცა, მოსამართლემ ნათია ბარბაქაძემ ცანავას პასუხის გაცემის საშუალება არ მისცა.
მოსამართლის განმარტებით, აღნინშული შეკითხვა და პასუხი შეფასების საკითხია, რომელიც სასამართლოს იტერესებში არ შედის. ამის შემდეგ მერაბიშვილმა ცანავას ბოდიში მოუხადა.
„ამ კითხვაზე პასუხი დღეს პროკურატურას არ აწყობს, რადგან ეს პროგრამა არის ამ მთავრობის სირცხვილი. ქალბატონო ხათუნა, თქვენ ბოდიშს მოგიხდით იმისათვის, რომ აქ თქვენს მსგავსად 4000–მდე ადამიანს ჩემს გამო მოწმის სტატუსით დაკითხავენ. მაგრამ ამ შეცდომას ქართველი ხალხი მჯერა გამოასწორებს“, – განაცხადა სასამართლო პროცესზე ვანო მერაბიშვილმა.
სასამართლო პროცესზე აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დღე უკვე 4 მოწმე დაიკითხა. ისინი სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები იყვნენ.
ავტორი: თეკლა მორგოშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა