|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სამი ოთარის" ძეგლის ტერიტორიის განსხვისების ფაქტზე ქუთაისის მერიაში საგანგებო ბრიფინგი იმართება

newpress.ge–ის მიერ გავრცელებულ ფაქტზე ქუთაისში"სამი ოთარის" ძეგლის ტერიტორიის გასხვისების თაობაზე, ქალაქის მერიაში საგანეგებო ბრიფინგი იმართება.
ბრიფინგს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლი, კოტე ლომიძე 17:30 საათზე გამართავს.

შეგახსენებთ, რომ newpress.ge–ს მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე მდებარე 417 კვ.მ მიწის ნაკვეთი ქალაქის მერიამ 35 წლიანი იჯარით გასცა. ფართზე, რომელიც მერიამ გააიჯარა, ცნობილი ქუთაისელების – ოთარ მამფორიას, ოთარ ქორქიასა და ოთარ  სულაბერიძის ძეგლები დგას.

საჯარე რეესტრის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, აღნიშნული მიწის ნაკვეთის გასხვისების ხელშეკრულება მერიასა და კერძო მესაკუთრეს შორის 2013 წლის 11 ოქტომბერს შედგა.

ვის სარგებლობაში გადავიდა წერეთლის ქუჩაზე არსებული მიწის ნაკვეთი,  ვინ დგას კომპანიის უკან და რას აშენებენ ფირმის მფლობელები? ნახეთ აქ

"სამი ოთარის" ძეგლის ტერიტორიის გასხვისების ფაქტს სოციალურ ქსელში პროტესტი უკვე მოჰყვა.  facebook-ის მომხმარებლები ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე,  „სამი ოთარის“ ძეგლის ტერიტორიაზე სასტურმოს მშენებლობის შემთხვევაში აქციებს აანონსებენ და ხელმოწერების შესაგროვებლად ემზადებიან.


ავტორი: დეა მანაგაძე