|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მერაბიშვილი - მზად ვარ ქუთაისის ციხეში ყაჩაღებთან ერთად ჩავჯდე

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განმარტებით, ის სასამართლო პროცესებზე ქუთაისის საქალაქო სამართლოში კვირაში ორჯერ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ივლის. აღნიშნულის შესახებ მან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში პროცესის დასრულების შემდეგ განაცხდა.

მერაბიშვილის თქმით, კვირაში ორჯერ სასამართლო პროცესების გამართვა პროკურორების ზეწოლით არის გამოწვეული.
პროკურორებმა მერაბიშვილის შესთავაზეს, რომ თუკი სასამართლო პროცესები კვირაში ორჯერ ან მეტჯერ გაიმართება, ის ქუთაისის ციხეში დარჩეს. თავის, მხრივ პროკურორმა განმარტა, რომ სასამართლო პროცესების კვირაში რამდენჯერმე დანიშვნა საქმის და მოწმეების სიმრავლით არი გამოწვეული.
”თუ თქვენ გინდათ რომ ჩემს გარეშე ჩაატაროთ პროცესი, კი ბატონო. მე ვერ ვივლი კვირაში ორჯერ ქუთაისში. მაგრამ თუ თქვენ გსურთ, რომ ქუთაისის ციხეში კრიმინალებთან და ყაჩაღებთან ერთად ჩავჯდე, ამისთვის მზად ვარ. ისინი მე ვერაფერს დამიშავებენ”, - განაცხადა სასამართლო დარბაზში ვანო მერაბიშვილმა. 
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე, დღეს 7 მოწმე დაკითხეს. ისინი სოციალური მომსახურების სააგენოტოს თანამშრომლები და ბენეფიციარები იყვნენ, რომლებმაც დასაქმების პროგრამის ფარგლებში, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ 240-240 ლარი მიიღეს. პროკურორების განმარტებით, დაკითხული მოწმეების ჩვენებებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ თანხა ”ნაციონალური მოძრაობის” მიკორკოორინატორებმა მიიღს, ხოლო ”240 ლარის სანაცვლოდ რაიმე განსაკუთრებული სამუშაო არ შეუსრულებიათ”, - განმარტავს პროკურორი, ქეთევან ჩაჩავა. მისივე თქმით, მოწმეების ჩვენებები ბრალდების პოზიციებს ამყარებს. თავად, ბრალდებულების ადვოკატები კი თვლიან, რომ დღეს მოწმეების დაკითხვამ მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის უდანაშაულობა დაადასტურა.
მოსამართლე ნათია ბარბაქაძის გადაწყვეტილებით, მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს, 12 :00 საათზე ჩატრადება.

ავტორი: თეკლა მორგოშია