|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შსს–მ ხონის სოფელ ახალშენში ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები ამოიღო

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, ხონის რაიონის სოფელ ახალშენში ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.

სამართალდამცველებმა ტრისტან ო-ს საცხოვრებელი სახლიდან რევოლვერის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და 5 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

"ექსპერტიზის დასკვნით ამორებული იარაღი სასროლად ვარგისია," – ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 236-ე მუხლის 1–ლი ნაწილით).

ავტორი: ნიუპრესი