შაბათი, 14 ივნისი, 2025 წელი 08:18:29
|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გია თევდორაძე – ქუთაისის მერიის თანამშრომლებს ხელფასს არ აძლევენ

„ქუთაისის მერიაში საბიუჯეტო კრიზისია, რის გამოც თანამშრომლებს ხელფასს ვერ აძლევენ“ – აღნიშნულის შესახებ, დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა,  გია თევდორაძემ განაცხადა.

თევდორაძის თმით, ქალაქის მართვის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლებმა, ოქტომბრის ხელფასი ვერ მიიღეს.  საუბარია, ნიეკას, ქალაქ–მუზეუმისა და უქმიმერიონის  მუნიციპალიტეტის თანამშრობლებზე, ჯამში 43 ადამიანზე.

როგორც, თევდორაძე განმარტავს, მერიაში ხელფასის გაცემა 22–დან 24 რიცხვამდე ხდება. თუმცა, ზემოთ აღნიშნული მინიციპალიტეტის თამაშრომლებს მიმიდინარე თვის ხელფასი ჯერ მიღებული არ აქვთ.

„ჩვენი  მუნიციპალიტეტის თავმჯდომარემ თორნიკე ლაბაძემ მიმართა მერიის საბიუჯეტო სამსახურს, თუმცა პასუხად მიღო, რომ ბიუჯეტში თანხა არ არის და ამიტომაც მოხდა ჩვენი ხელფასების დაკავება“, – განაცხადა ნიკეას მუნიციპალიტეტის სპეციალისტმა, შორენა  საღინაძემ.

საღინაძე ასევე, განმარტავს მიზეზებს, თუ რა პრინციპით მოხდა, სამი მუნიციპალიტეტის შერჩევა, რომელთა თანამშრომლებს ხელფასები არ დაურიცხეს.  „მერიის საბიუჯეტო სამსახურში განგვიცხადეს, რომ ამ სამ მუნიციპალიტეტში ყველაზე მეტი ქალი მუშაობს, რომლებსაც მარტში, პრემიის სახით დამატებით თანხა დაურიცხეს, რამაც ბიუჯეტში ზედმეტი ხარჯი გამოიწვია,“ – ამბობს შორენა საღინაძე.

გია თევდორაძე ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდებს, ბიუჯეტი მზინობრივად დახარჯონ.

ავტორი: თეკლა მორგოშია

უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 25 ხმა