|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ვიცე-მერი - ბიუჯეტში პრობლემებია, თუმცა ხელფასები არ გაიყინება

ქუთაისის ვიცე-მერი, გია შარაბიძე ქუთაისის ტერიტორიული მართვის ორგანოების თანამშრომლების ხელფასების გუცემლობასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

შარაბიძის განმარტებით, მერიის არც ერთ თანამშრომელს ხელფასის არ დაუგვიანდება. მისი თქმით, შეუძლებელია ყველა თანამშრომელს ერთდროულად დაერიცხოს ხელფასი.

„ამიტომ მოხდა მუნიციპალეტების თანამშრომელისთვის თანხის გაცემა სხვადასხვა დროს. მართალია, ადგილობრივ ბიუჯეტში არის  პრობლემები. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მერიის თანამშრომლების ხელფასები გაიყინება“, - განაცხადა გია შარაბიძემ.

შარაბიზე ირწმუნება, რომ  რომ ნიკეს, უქიმერიონისა და ქალაქ მუზეუმის თანმშრომლებს ხელფასები დღის ბოლომდე დაერიცხებათ.

"გარწმუნებთ, რომ ვიდრე ეს ხელისუფლება იქნება, ხელფასების მხრივ პრობლემა არასოდეს შეიქმნება, ხელფასების გაყინვების ხანა  დასრულდა“, -ამბობს ქუთაისის ვიცე-მერი, გია შარაბიძე. 

ავტორი: თეკლა მორგოშია