|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საარჩევნო უბნებზე განმეორებითი ხმის მიცემის ფაქტები გამოვლინდა

"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" საპრეზიდენტო კანდიდატის, ნინო ბურჯანაძის შტაბში newpress.ge-სთან საუბარში ქუთაისის საარჩევნო უბნებზე მომხარი დარღვევების ფაქტებს ახმაურებენ.

როგორც ბურჯანაძის შტაბში newpress.ge-ს განუცხადეს, ქუთაისის მე-40 უბანზე განმეორებითი ხმის მიცემის ფაქტი გამოავლინეს. აღნიშნული უბანი, ქუთაისში მეორე საჯარო სკოლის შენობაშია განთავსებული

განმეროებით ხმის მიცემის ფაქტში შემჩნეული პიროვნება ანრი თევდორაძეა. როგორც ბურჯანაძის შტაბში აცხადებენ, ანრი თევდორაძე  ქუთაისის მერიის თანამშრომელია და "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერია.

განმეორებითი ხმის მიცემის ფაქტი "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" წარმომადგენლებმა ქუთაისის 82-ე უბანზეც გამოავლინეს. აღნიშნული უბანი ავტოქარხნის ტერიტორიაზე 24-ე საჯარო სკოლის შენობაშია განთავსებული.

პიროვნება, რომელიც აღნიშნულ უბანზე განმეორებითი ხმის მიცემის ფაქტზე იქნა გამოვლენილი, უბნიდან გაიქცა. თუმცა, მოგვიანებით მისი ვინაობის დადგენა მაინც მოხერხდა. როგორც გაირკვა, ის ქუთაისში მცხოვრები, 1950 წელს დაბადებული გურამ ბუცხრიკიძეა. 

ავტორი: დეა მანაგაძე