|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნაციონალები" - ქუთაისში საარჩევნო უბნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებლებს არ უშვებენ

ქუთაისის საარჩევნო უბნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებლებს არ უშვებენ. ამის შესახებ newpress.ge-სთან საუბარში „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის სააჩევნო შტაბში განაცხადეს. მათი თქმით აღნიშნული ფაქტი ქუთაისის 112 –ე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა, სადაც „ნაციონალების“ წარმომადგენელს უბნის თავმჯდომარე არ უშვებდა. „ მაგრამ მას შემდეგ რაც ამ ფაქტით საოლქო საარჩებვნო კომისიას მივმართეთ, ჩვენს წარმომადგენელს საშუალება მიეცა, საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის სტატუსით შესულიყო“,– აღნიშნავენ „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთააისის საარჩევნო ორგანიზაციაში. აქვე განმარტავენ, რომ ქალაქში ხმის მიცემა პროცედურული დარღვევებით მიმდინარეობს. პარტიის ოფისში აცხადებენ, რომ ქუთაისში საარჩევნო უბნები დაგვიანებით გაიხსნა.

ავტორი: თეკლა მორგოშია