მეუფე კალისტრატემ ქადაგების დროს მრევლს დღევანდელ არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა
ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე კალისტრატემ საკუთარი არჩევანი ქუთაისის N 54-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.
მეუფე კალისტრატემ საარჩევნო უბანი კომენტარის გარეშე დატოვა. თუმცა, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, მეუფემ მრევლს მიმართა ყველამ მოიხადოს საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი დღევანდელ არჩევნებზე წასვლით და მათ არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა, რათა მათი წილი ხმები არავინ მიითვისოს.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 1 ხმა