|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნაციონალები" - წყალტუბოში გადასატანი ყუთის სიაში კანონით განსაზღვრულზე მეტი ამომრჩეველია შეყვანილი

წყალტუბოს საარჩევნო უბანზე ამომრჩევლების ნაკლები აქტიურობა და გადასატანი ყუთის სიაში კანონით განსაზღვრულზე მეტი ამომრჩეველია შეყვანილი. აღნიშნულის შესახებ განცხადება „ნაციონალური მორაობის“ წყალტუბოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა მამუკა საღარეიშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, გადასატან ყუთში მთლიანი ამომრჩევლების სამი პროცენტი უნდა იყოს შესული, მაშინ როდესაც წყალტუბოში 10–15 პროცენტია დაფიქსირებული. საღარეიშვილის განმარტებით აღნიშნული მაჩვენებელი დღის განმავლობაში კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. „ეს კი გამოიწვევს არჩევნების არაობიექტურ შედეგს“, – აცდახადებს საღარეიშვილი. წყალტუბოს მუნიცილაპიტეტში სულ 52 696 ამომრჩეველია რეგისტრირებული. აქედან სამ საათიანი მონაცემების თანახმად ხმა მხოლოდ 17 117 აქვს დაფიქსირებული.

ავტორი: თეკლა მორგოშია