ქუთაისში ამომრჩეველთა ჩამოშორებას წინასწარ დაწერილი სცენარით ცდილობენ?
ქუთაისში, #27 #35 და #36 საარჩევნო უბნებზე მისულ რამდენიმე ამომრჩეველს ხმის მიცემის შესაძლებლობა არ მისცეს. როგორც მათ საუბნო კომისიაში განუმარტავენ, მარკირება უკვე გავლილი აქვთ, რის გამოც, არჩევანის გაეკტებას ვეღარ შეძლებდნენ. თუმცა ამომრჩევლები აცხადებენ, რომ მათ ხმა ამ დრომდე არსად მიუციათ.
ვითარებაში გარკვევის მიზნით უბნიდან გამობრუნებულმა ამომრჩევლებმა ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიას მიაკითხეს. შემოწმების შედეგად მათ მარკირება მხოლოდ ხელის გულებზე დაუფიქსირეს და არა ცერა თითზე, სადაც როგორც წესი მარკირება უნდა კეთდებოდეს. საოლქო საარჩევნო კომისიაში აღნიშნულ ამომრჩევლებს განუმარტეს, რომ მათ ხმის მიცემის უფლება ჰქონდათ.
"ეს არის წინასწარ დაწერილი სცენარის კუდი. ვიღაცა ცდილობს ამომრჩევლების ჩამოშორებას. ყველა ამომრჩეველი, ვინც ჩვენთან მოვიდა, მარკირება ხელისგულზე დაუფიქსირდათ და როგორც ისინი განმარტავენ, უბანში შესვლამდე ხელი ჩამოართვეს გარეთ მყოფ პირებს. ამიტომ, მოვუწოდებ ამომრჩევლებს, არავის ჩამოართვან ხელი და თუ ვინმეს მისალმება უნდათ, თავი დაუქნიონ," - განმარტავს ავთანდილ ოსეფაიშვილი.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა