|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში "ქართული ოცნების" შტაბში უცხო პირებს არ უშვებენ

"ქართული ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციის საარჩევნო შტაბში საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობის შესახებ კომენტარს არ კეთებენ. მთელი დღის განმავლობაში "ქართული ოცნების" შტაბთან მდგარი ორი პიროვენება უცხო პირებს, მათ შორის მედიის წარმომადგენლებსაც, შტაბის შენობაში არ უშვებს. ისინი განმარტავენ, რომ ეს დავალება შტაბის ხელმძღვანელობისგან მიიღეს.

აღნიშნულ პირებს თან აქვთ ადმინისტრაციის მიერ შედგენილი სია. მათი განმარტებით, შტაბში შესვლის უფლება მხოლოდ სიაში მოხსენიებულ პირებს აქვთ.
როგორც newpress.ge-სთან საუბარში აღნიშნულმა პირებმა განაცხადეს, "ქართული ოცნების" შტაბის ხელმძღვანელობა მედია საშუალებებთან კომენტარს საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ 8 საათის შემდეგ გააკეთებს.        

ავტორი: დეა მანაგაძე