ქუთაისში 5 ქუჩაზე წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო საავტომობილო მოძრაობა შეზღუდული იქნება
ქუთაისიში, ხუთ ქუჩაზე - გელათის, ბათუმის, ხახანაშვილის, ჯიბლაძის ქუჩებსა და წერეთლის 4 შესახვევში, წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრის ხელმძღვანელი, მიხეილ თათარაძე newpress.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ აღნიშნულ ქუჩებზე ცენტრალური მაგისტრალისა და მისი განშტოებების რეაბილიტაცია მოხდება.
თათარაძის თქმით, სარეაბილიტაციო
სამუშაოები რამდენიმე დღის მანძილზე გაგრძელდება. მანამდე კი, აღნიშნული ქუჩებზე საავტომობილო
მოძარობა შეზღუდულია.
ქუთაისში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს კოქსის პროექტის ფარგლებში ახორციელებს. პროექტი აზიის ბანკის მიერაა დაფინანსებული და მასზე 27 მილიონი ლარი დაიხარჯება.
კოქსის პროექტი ქუთაისში სამი
წელი გაგრძელდება.
ავტორი: დეა მანაგაძე