ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციას ლაშა აბაშიძე უხელმძღვანელებს
ლაშა აბაშიძე იყო ბიზნესის განვითარების უფროსი/აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, სადაც
ზედამხედველობას უწევდა კომპანიის ძირითად საფინანსო-საოპერაციო საქმიანობას; ზედამხედველობდა
კომპანიის სტრუქტურულ ერთეულებს, იურიდიულ, საკადრო, რისკებისა და ფინანსურ დეპარტამენტებს,
2007-2010
წლებში ლაშა აბაშიძე იყო "საქართველოს რკინიგზის" ოპერაციათა მართვის და შესყიდვების სააგენტოს უფროსი.
ბიოგრაფიული მონაცემების თანახმად, 2004-2005 წლებში
ლაშა აბაშიძე სწავლობდა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) და მიღებული
აქვს სახელმწიფო მმართველობის მაგისტრის ხარისხი; 2004 წელს მან დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამართლის იურისტის სპეციალობით, ხოლო 2011 წელს დიდ ბრიტანეთში გაიარა ფინანსური მართვისა და აღრიცხვის სპეციალიზებული პროგრამა.
ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.
ავტორი: ნიუპრესი