|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გადაცემა "წითელი ზონის" შესაძლო დახურვის გამო აქციები ქუთაისშიც დაიგეგმა

გადაცემა "წითელი ზონა" აღარ დაიხურება. აღნიშნულის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლი თამაზ ტყემალაძე netgazei.ge-სთან საუბარში იუწყება. თუმცა მანამდე გავრცელდა ინფორმაცია გადაცემა "წითელი ზონის" დახურვასთან დაკავშირებით.
თამაზ ტყემალაძე დახურვის ოფიციალურ მიზეზად ფინანსურ პრობლემას ასახელებდა. თუმცა ტყემალაძე ჟურნალ "ლიბერალთან" საუბარში აცხადებს, რომ “უმჯობესი იქნებოდა, გადაცემა “წითელი ზონის” ავტორები რელიგიური თემების მიმართ უფრო ლოიალურები ყოფილიყვნენ”. თუმცა "ლიბერათან" საუბარში იმასაც განმარტავს, რომ დახურვა საპატრიარქოდან არ მოუთხოვიათ.

გადაცემა „წითელი ზონის“ დახურვის თაობაზე თბილისში საპრტოტესტო აქციები დაიგემა. თბილისში დაწყებულ პროტესტს გამოხმაურება ქუთაისშიც მოჰყვა. გადაცემის შესაძლო დახურვის გამო, საპორტესტო აქცია ქუთაისში, სოციალურ ქსელი facebook-ის საშუალებით დაიგეგმა. 

ავტორი: ნიუპრესი