|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გოგი წულაია – გია თევდორაძის განცხადება უკიდურესი თავხედობაა

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გია თევდორაძის ქუთაისელებისადმი მიმართვას "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, გოგი წულაია თავხედობას უწოდებს. წულაია თევდორაძის მხირდან აღნიშნული განცხადების გაკეთებაში ხელისუფლებას ადანაშაულებს.
"მან უგუნური გვიწოდა იმ ადამიანებს, ვინც "ნაციონალურ მოძრაობას" მხარი არ დავუჭირეთ. ესაა უკიდურესი თავხედობა. გია თევდორაძეს არ აქვს უფლება ქუთაისელებს უგუნური გვიწოდოს. ხელისუფლების სისუსტის ბრალია, რომ სისხლის სამარათლის დამნაშავეები დღეს ჩვენ  მორალს გვიკითხავენ, " - განაცხადა წულაიამ.
გია თევდორაძემ საპრეზიდენტო არჩევნებში "ნაციონარული მოძრაობის" კანდიდატის მირებული ხმების შედეგებისა და ქუთაისელების მიმართ დამოკიდებულების თაობაზე მიმართვა, არჩვენების დასრულებისას facebook-ის საკუთარ გვერდზე გააკეთა. 
"ქუთაისო მიყვარხარ, თუმცა ამ ეტაპზე, ჩემდა სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, გონიერ ქალაქს ნამდვილად ვერ დაგარქმევ," - აღნიშნავდა თევდორაძე მიმართვაში. 

ავტორი: დეა მანაგაძე