|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ოპერის თეატრში მყოფ აუდიტს დასკვნები ჯერ არ გაუკეთებია

„ქუთაისის ოპერის თეატრში მყოფ აუდიტს დასკვნები ჯერ არ გაუკეთებია“, – განმარტავს ოპერის თეატრის დირექტორი ხატია ვედმედევა.

კერძო აუდიტი ოპერის თეატრში უკვე ერთი თვეა აუდიტორულ საქმიანობას ახორციელებს. აუდიტი აღნიშნულ სამუშაოს ახალი ხელმძღვანელობის მოთხოვნით ასრულებს.

ოპერის თეატრის ახალი დირექტორის, ხატია ვედმედევას განმარტებით აუდიტის მოწვევის აუცილებლობა განაპირობა ხელმძღვანელობის ცვლილებამ, რომლებმაც მიღება–ჩაბარების აქტი უნდა განახორციელოს.

ოპერის დირექტორმა მიუთითა ოპერაში არსებულ კანონდარღვევებზეც, რომელიც ფინანსებს უკავშირდება. ამიტომ "ყველაფრის შემოწმება ხდება ყველა დეტალის, როგორც ფინანსების, ასევე რეკვიზიტების. ჯერ არაფერს ვიბარებთ, რადგან აუდიტის დასკვნას ველოდებით",– აღნიშნა ხატია ვედმედევამ.

ოპერის თეატრის დირექტორის თქმით, აუდიტის დასკვნა დადებისთანავე გასაჯაროვდება.

ავტორი: ეკა კუხალაშვილი