"პარლამენტის ქუთაისიდან გადატანის საკითხს ხვალ ჩუმად განიხილავენ" - ქუთაისში აქციები დაიგეგმა
ხვალ პარლამენტში საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისიდან გადატანის საკითხის განიხილვა იგეგმება.
საკითხის განხილვა, ხვალ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომისტეტის სხდომაზე მოხდება.
"პარლამენტში საქართველოს მთავრობას ჩუმად, როგორც მათ ჩვევიათ, გააქვს საკითხი პარლამენტის ქუთაისიდან გადატანის შესახებ და ქალაქის საბოლოოდ უფუნქციოდ დატოვებას უპირებენ. სანამ დროა დავდგეთ და ერთად შევეწინააღმდეგოთ ჩვენი ქალაქის დიდ სოფლად ქცევას!!", - წერენ facebook-ში.
ცნობილი ხდება, რომ ხვალ ქუთაისში პარლამენტის წინ, 11:30 საათზე საპროტესტო აქცია გაიმართება. აქცია ამ წუთებში სოციალურ ქსელ facebook-ში იგეგმება.
"ამ საკითხში ყველა ქუთაისელი ერთსულოვანი უნდა იყოს, განურჩევლად პოლიტიკური ორიენტაციისა... მომავალი თაობა არ გვაპატიებს, რომ წაგვართვან პარლამენტი...
ქუთაისო, გ ა ი ღ ვ ი ძ ე," - წერს საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატის, გია თევდორაძის მეუღლე, მაკა ხეცურიანი facebook-ის საკუთარ გვერდზე.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა