|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იტალიაშია ქართველი ე.წ. "კანონიერი ქურდები" დააკავეს

იტალიის დედაქალაქ, რომში კრიმინალური სამყაროს შვიდი წევრი დააკავეს. დაკავებულ ე.წ. "კანონიერ ქურდებს" შორის 3 ქართველია. გიორგი გურჩიანი იგივე გია სვანი, ირაკლი ფიფია (იკა სუხუმსკი) და როინ უგულავა (მათევიჩი). დაკავებულ პირებს ბრალად ედებათ კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტის დავიდ ოზმანოვის გატაცება. სპეცოპერაცია ბელგიელი სამართალდამცველების მოთხოვნით ჩატარდა.

დანაშაული ჩადენილია ე.წ. კრიმინალური ომის ფარგლებში ორ გავლენიან მაფიოზურ დაჯგუფებას შორის, ტარიელ ონიანისა და ასლან უსოიანის ხელმძღვანელობით. ევროპელი სამართალდამცველების ვერსიით, სწორედ აღნიშნული დანაშაული გახდა ტარიელ ონიანისა და ასლან უსოიანის კლანებს შორის კონფლიქტის გაგრძელების საბაბი, რომელსაც საბოლოოდ "დედ ჰასანის" მკვლელობა მოჰყვა. ამასთან სამივე, დაკავებული რომში კრიმინალურ გარჩევას ესწრებოდა, რა დროსაც უსოიანს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.

წყარო: pirveliradio.ge

ავტორი: ნიუპრესი