კვირა, 08 ივნისი, 2025 წელი 16:58:20
|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარლამენტის ქუთაისიდან გადატანის საკითხის საკომიტეტო განხილვა ხვალ აქციის ფონზე წარიმართება

31 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის ქუთაისიდან გადატანის საკითხს განიხილავენ.

კომიტეტის ხვალინდელ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილების იმ ნაწილზე იმსჯელებ, რომელიც პარლამენტის შენობის ადგილმდებარეობის განსაზღვრას ითვალისწინებს.

აღნიშნულის გამო, პარლამენტის ქუთაისში დარჩენის მომხრეები, ხვალ პარლამენტის წინ, 11:30 საათზე კვლავ საპროტესტო აქციას გამართავენ. 

"თუკი ვინმეს ოდნავ მაინც ანაღვლებს ქუთაისისა და ზოგადად საქართველოს მომავალი, ყველა იქ უნდა იდგეს. მოგიწოდებთ, რაციონალურად შეაფასოთ ის რუტინული რელაობა, რაც დღეს ჩვენი ქალაქის წინაშე დგას,11:30 საათზე ქუთაისში პარლამენტის წინ,პროტესტი!!!მომავალი თაობა არ გვაპატიებს, რომ წაგვართვან პარლამენტი!!!!," – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ქუთაისში დარჩენი სმომხრეებმა დღეს საკანონმდებლო ორგანოს წინ აქცია გამართეს. მათი განცხადებით, თუკი პარლამენტის ქუთაისიდან გადატანის საკითხ დღის წესრიგში დადგება, პარლამენტის შენობასთან ათასობით ქუთაისელი გამოვა და პროტესტს გამოხატავს.

ავტორი: ნიუპრესი