ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე – „ქართული ოცნების“ გამარჯვების წყალობით ქუთაისი აყვავდება
ამ წუთებში ქუთაისის საკრებულოს 34 სხდომა მიმდინარეობს. სხდომის დაწყებისას, საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური
მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გია უკლებამ მადლობა გადაუხადა იმ პირებს, ვინც ხელი შეუწყო საპრეზიდენტო
არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას.
„იმედი მაქვს პარლამენტი დარჩება ქუთაისში, არ გაიყიდება "სამი ოთარის" ძეგლის ტერიტორია და ქუთაისის ბიუჯეტში აისახება ის მუხლები, რაც ხელს შეუწყობს ქალაქის განვითარებას“ - აღნიშნა გია უკდებამ.
საკრებულოს უმცირესობის დეპუტატის
ამ განცხადებას ქალაქის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე, თამაზ მარგველაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების წყალობით ქუთაისი აყვავდება.
ავტორი: დეა მანაგაძე