|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საკრებულოს სხდომიდან საავადმყოფოში გადაყვანილი გუბაზ სანიკიძის ბიუროს წარმომადგენელი გარდაიცვალა

ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელი, მამუკა ახალაია, რომელიც ცოტა ხნის წინ საკრებულოს სხდომიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს, გარდაიცვალა.
მამუკა ახალაია ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე შეუძლოდ ემოციური გამოსვლის შემდეგ გახდა. ახალაია მერიის ადმინისტრაციული შენობიდან სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ცოტა ხნის წინ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ახალაიამ ქუთაისის ბიუჯეტის 9 თვიანი შესრულების განხილვის დროს მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის გია შარაბიძის ინტერესები დაიცვა. სხდომაზე გამოსვლის დროს, მისივე განცხადებით, იცოდა ჯანმრთელობის მოსალოდნელი გართულების შესახებ, თუმცა საკუთარი აზრის გამოთქმისგან თავის შეკავება ვერ შეძლო. 

ავტორი: დეა მანაგაძე