|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მწვანე საფარის მოვლა შესაძლოა მუნიციპალური გახდეს

ქუთაისში მწვანე საფარისა და გაზონების მოვლა-პარტონობა, შესაძლოა, მუნიციპალური გახდეს. აღნიშნულის შესახებ განცხადება დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მერაბ მეშველიანმა გააკეთა.

ამ დროისათვის ქუთაისში გაზონების მოწესრიგება ტენდერების გზით შერჩეულ კომპანიებს ევალებათ. თუმცა, როგორც მეშველიანი განმარტავს, ამ კომპანიების მიერ შესრულებული სამუშაოები ქალაქის მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს. 

"ამიტომაც, აუცილებელია აღნიშნულ საკიხთზე პასუხისმგებლობა ქალაქში თვითმმართველობას დაეკისროს და ის იყოს პასუხისმგებელი. ეს საკითხი შეიძლება მერიის რომელიმე სამსახურის დაქვემდებარებაში შევიდეს ან სრულიად ახალი სამსახური შეიქმნას", – განაცხადა მეშველიანმა.

აღნიშნული საკითხი, მეშველიანის განმარტებით, 2014 წლის ბიუჯეტში აუცილებლად შევა.

ავტორი: თეკლა მორგოშია