ქუთაისში 86 წლის ქალი საკუთარი სახლიდან გამოაგდეს
ამ წუთებში, ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე, ერთ-ერთი
საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოსთან საპატრულო პოლიცია იმყოფება. საპატრულო პოლიცია
კორპუსის მაცხოვრებლებმა 86 წლის ეთერ ცეცხლაძის დასახმარებლად გამოიძახეს. ეთერ
ცეცხლაძე ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე ცხოვრობს. როგორც თავად ამბობს, ის შვილმა
და რძალმა ცემეს და სახლიდან ორი დღის წინ გამოაგდეს.
"მცემდნენ და მიძახდნენ აღარ კვდებიო," - ამბობს ეთერ ცეცხლაძე newpress.ge-სთან საუბარში.
გამსახურდიას ქუჩაზე მობილიზებულმა პოლიციამ მოხუცებული ისევ თავის საცხოვრებელ სახლში გადაიყვანა. პოლიციის განცხადებით, ეთერ ცეცხლაძის ოჯახის წევრებს სიტყვიერად გააფრთხილებენ, ხოლო შემდეგ მოხუცის თავშესაფარში გადაყვანაზე იზრუნებენ.
ავტორი: დეა მანაგაძე