|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"თავისუფალი საქართველო" ხელისუფლებისგან 112–ის გაუქმებას ითხოვს

"თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გოგი წულაია საგანგებო სიტუაციების სამსახურის 112–ის გაუქმებას ითხოვს.

წულაიას განმარტებით, საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიები იმ დონეზე არ არის განვითარებული, რომ 112–ის სერვისი ოპერატიული იყოს.

აღნიშნული მოთხოვნით წულაია ცენტრალურ ხელისუფლებას მიმართავს და ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურისათვის ბუხაიძის ქუჩაზე არსებული სასწარფოს შენობის დაბრუნებას თხოვს.

"რამდენი ადამიანი უნდა გარდაიცვალოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის დაგვიანების მიზეზით. მიმდინარე კვირას, სწორედ აღნიშნული მიზეზის გამო, ქუთაისის მაჟორიტარის ბიუროს წარმომადგენელი გარდაიცვალა. ვერ ვიტყვით, რომ სასწრაფო გადაარჩენდა ახალაიას, მაგრამ ყოველი შემთხვევისათვის სასწარაფო დაგვიანებით მოვიდა," – განაცხადა გოგი წულაიამ. 

"თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის განმარტებით, სასწრაფო სამედიცინო სამსახურის დაგვიანების გამო მოქალაქეთა აგერსია სამედიცინო პერსონალზე გადადის, მაშინ როცა დაგვიანება მათი  ბრალი არაა. წულაია ხელისუფლებას მიმართავს, რომ წინა ხელისუფლების დროს დაშვებული მსგავსი ხარვეზები გამოასწოროს და ეფექტურად იმუშაოს. 


ავტორი: თეკლა მორგოშია