|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოს პარლამენტის ქუთაისიდან გადატანის საკითხის განხილვა გადაიდო

საქართველოს პარლამენტის ადგილმდებარეობის განსაზღვრის საკითხი, რომელიც დღეს უნდა გადაწყვეტილიყო, დეპუტატებმა სხდომაზე არ განიხილეს.
პარლამენტის ქუთაისიდან გადატანა-არგადატანის საკითხის განხილვის გადადების მიზეზად დეპუტატთა არასაკმარისი რაოდენობა დასახელდა. საკონსტიტუციო ცვლილებას ხმათა 3/4 ესაჭიროება.
პარალელურად, პარლამეტის წინ, საკანონდებლო ორგანოს ქუთაისში დარჩენი მომხრეებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის, გუბაზ სანიკიძის გამოსვლას მოითხოვდნენ, მაგრამ აქციის მონაწილეებთან შესახვედრად არ გამოსულა.
პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს, უმცირესობის წევრი, დავით ბაქრაძე შეხვდა და მათ მხარდაჭერა დაჰპირდა.
„პარლამენტის გადატანით ქუთაისი დაკარგავს თავის ფუნქციას და იქნება ჩამკვდარი ქალაქი," – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
"აქ არიან შეკრებილნი ადამიანები, რომლებიც საკუთარი მომავლის, საკუთარი ქალაქის დასაცავად გამოვიდნენ, ადამიანები, რომლებიც ადეკვატურად აფასებენ, რა არის აუცილებელი მათი შვილების და ქალაქისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც დღეს მოხდა,  არის ის, რომ ქუთაისიდან პარლამენტის გადატანის საკითხის განხილვა პლენარული სხოდმის დღევანდელ დღის წესრიგში არ მოხვდა," – აცხადებს საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი, გია თევდორაძე.
საქართველოს პარლამენტის ადგილმდებარეობის განსაზღვრის საკითხის ხელახალი განხილვის დღე ამ დროისთვის არ სახელდება.
 

ავტორი: თამუნა ადეიშვილი