|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სამი ოთარის" ძეგლების ტერიტორიის მოიჯარეს ქუთაისის მერიამ მშენებლობის ნება მისცა

ქუთაისის  მერიის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულება მერიასა და "სამი ოთარის" ძეგლის ტერიტორიის მოიჯარეს, შპს "ანასტასიას" შორის, ძალაში რჩება.

აღნიშნულის შესახებ დღეს, მერიის ქლაქდაგეგმარებისა და არქიტექტურის და ქონების მართვის სამსახურების უფროსებმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს.
ქუთაისის მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსის, ბესო ქციფურიშვილის განცხადებით, ქუთაისში ქონების გასხვისება მაქსიმალურად ღიად და გამჭვირვალედ, საზოგადოების აზრის გათვალისწინებით ხორციელდება.
როგორც ცქიფურიშვილი ამბობს, "სამი ოთარის" ძეგლების თაობაზე მერიის აზრი საზოგადოებრივ აზრთან თანხვედრაშია.
"ჯერჯერობით არაა გადაწყვეტილი, თუ რა აშენდება ამ ადგილას, მაგრამ დაბეჯითებით ვამბობ, რომ მშენებლობა ყოველივე განხორციელდება არქიტრექტურის სამსახურის მკაცრი მონიტორინგით,"– განაცხადა ცქიფურიშვილმა. 
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ მომავალში აღნიშნულ ადგილზე მშენებლობა საზოგადოებრივი სექტორის ჩართულობით მოხდება.
"სამი ოთარის" ძეგლის ტერიტორიის მოიჯარე კი newpress.ge-სთან საუბარი აცხადებს, რომ საზოგადოებრივ აზრზე არ უფიქრიათ.

შეგახსენებთ, რომ newpress.ge–ს მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე მდებარე 417 კვ.მ მიწის ნაკვეთი ქალაქის მერიამ 35 წლიანი იჯარით გასცა. ფართზე, რომელიც მერიამ გააიჯარა, ცნობილი ქუთაისელების – ოთარ მამფორიას, ოთარ ქორქიასა და ოთარ  სულაბერიძის ძეგლები დგას.

საჯარე რეესტრის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, აღნიშნული მიწის ნაკვეთის გასხვისების ხელშეკრულება მერიასა და კერძო მესაკუთრეს შორის 2013 წლის 11 ოქტომბერს შედგა.

ვის სარგებლობაში გადავიდა წერეთლის ქუჩაზე არსებული მიწის ნაკვეთი,  ვინ დგას კომპანიის უკან და რას აშენებენ ფირმის მფლობელები? ნახეთ აქ

ავტორი: დეა მანაგაძე