|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გოჩა ნოსტრა" - აქცია ქუთაისის მერიის წინ ქალაქის "მმართველის" წინააღმდეგ

"გოჩა ნოსტრა"  - ამ სახელწოდებით გამაფრთხილებლი აქცია ამ წუთებში ქუთაისი მერიის შენობის წინ მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები იმერეთის ყოფილი ვიცე-გუბენრატორისა და ამ დროისთვის, "პატრიოტთა ალიანსის" იმერეთის ორგანიზაციი ხელმძღვანელის გოჩა თევდორაძის წინააღმდეგ გამოდიან. ისინი ქალაქის მმართველობაში და საკადრო გადაწყვეტილებებში თევდორაძის ჩარევას აპროტესტებენ.
აქციის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი ინტერსების დაცვის ცენტრია“, რომლებიც ცენტრალური ხელისუფლებისგან ქალაქისთვის ყურადღების მიქცევას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები, ასევე, მერის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის, თამაზ მარგველაშვილის შესაძლო გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელიც, მერის მოვალოების შემსრულებლის პოტზე, ვიცე-მერის, გია შარაბიძის დანიშვნას ითავლისწინებს. აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენლის გიზო ბანძელაძის თქმით, შარაბაიძის მერის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა, გოჩა თევდორაძის მმართველობის ხანის დაბრუნებას ნიშნავს. 
„ყველა ერთხმად თანხმდება იმაში, რომ ქუთაისს დღეს გოჩა თევდორაძე მმართვს. შარაბიძე კი მისი დავალების შემსრულებელია“, - განაცხადა აქციაზე გიზო ბანძელაძემ.
მერიის წინ მიმდინარე აქციას ადგილობრივი მცხოვრებელბიც შეუერთდნენ. ადილობრივი მკვიდრის მარინე დახუნდარიძის თქმით:“მრცხევნია რომ ქუთაისელი ვარ. რადგან, ქალაქი მხოლოდ თევდორაძე-ნემსიწვერიძე-მარგევალაშვილისაა. ესენი ყიდიან და მართავენ ქალაქს“, - განაცხადა მრავალშვილიანმა დედამ, მარინე დახუნდარიძემ. მისი თქმით, „საქართველოს პატრიოტთა ალიანისის“ იმერეთის რეგიონის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გოჩა თევდორაძის სააწინააღმდეგ აქციები მომავალშიც გაგრძელდება.

ავტორი: თეკლა მორგოშია