|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მრავალშვილიანი დედა - მრცხვენია, რომ ქუთაისელი ვარ

ქუთაისის მერიის წინ "პატრიოტთა ალიანსის" იმერეთის ორგანიზაციი ხელმძღვანელის გოჩა თევდორაძის წინააღმდეგ მიმდინარე აქციას ადგილობრივი მცხოვრებელბიც შეუერთდნენ.

"მრცხევნია, რომ ქუთაისელი ვარ. რადგან, ქალაქი მხოლოდ თევდორაძე-ნემსიწვერიძე-მარგევალაშვილისაა. ესენი ყიდიან და მართავენ ქალაქს“, - განაცხადა მრავალშვილიანმა დედამ, მარინე დახუნდარიძემ.
მისი თქმით, „საქართველოს პატრიოტთა ალიანისის“ იმერეთის რეგიონის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გოჩა თევდორაძის წინააღმდეგ აქციები მომავალშიც გაგრძელდება.
აქციის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი ინტერსების დაცვის ცენტრია“, რომლებიც ცენტრალური ხელისუფლებისგან ქალაქისთვის ყურადღების მიქცევას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები, ქალაქის მმართველობაში და საკადრო გადაწყვეტილებებში თევდორაძის ჩარევას აპროტესტებენ.

ავტორი: თეკლა მორგოშია