გოჩა თევდორაძე - სირცხვილია, უმუშევარ კაცს რომ მაბრალებენ ყველაფერს
პარტია "საქართველოს პატრიოტთა ალინსის" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გოჩა თევდორაძე, ქუთაისის მერიის წინ მის წინააღმდეგ გამართულ აქციას ეხმაურება. ყოფილი ვიცე-გუბერანატორის თქმით, დღეს გამართულ აქციაზე მხოლოდ 10 ადამიანი იყო, რომლებიც ვიცე-მერის, კოტე ლომიძის ახლობელები იყვნენ.
თევდორაძე ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოებრივი ინეტერესების დაცვის ცენტრის" ხელმძღვანელი სულხან ქობულაძე, ქუთაისის ვიცე-მერის, კოტე ლომიძის მეუღლის დეიდაშვილია.
"ახლა კი, გასაგები უნდა იყოს თუ რატომ გაიმართა დღეს აქცია მისი ორგანიზატორობით. სირცხვლია და არ შეიძლება უმუშევარ კაცს რომ მაბრალებენ ყველაფერს და ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციებს რომ აკნინენებ", - განმარატვს გოჩა თევდორაძე. მისი თქმით, ამ დროისათვის ის მხოლოდ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელია.
"რაც შეეხება, "პატრიოტების" მიერ ვიცე-მერის გია შარაბიძის დანიშვნას, "ვადასტურებ, რომ გია შარაბიძე "პატრიოტების" მიერ იყო დანიშნული ვიცე-მერად. რაც შეეხება, მის მერის მოვალეობის პოსტზე დანიშვნას, ამას საკრებულოს უმრავლესობა წყვეტს", - აღნიშნავს თევდორაძე.
ავტორი: თეკლა მორგოშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა