|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისს მერის მოვალეობის ახალი შემსრულებელი 16 დღით დაუნიშნეს

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლად, ვიცე-მერი გია შარაბიძე დაინიშნა.

აღნიშნულის შესახებ, მერიის საკონკურსო–საატესტაციო კომისიის თავმჯდომარემ, თამაზ მარგველაშვილმა განაცხადა.

"დღეიდან მერის მოვალეობას მიმდინარე წლის 20 ნოემბრის ჩათვლით გია შარაბიძე შეასრულებს. ეს გადაწყვეტილება, საკრებულოს ფრაქციების  -"ქართული ოცნების" და "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლებთან ერთად მივიღეთ", - განაცხადა თამაზ მარგველაშვილმა, რომელიც ამავე დროს, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება გია შარაბიძესთან შეთანხმებით მოხდა.

რაც შეეხება, მერის ვაკანტურ თანამდებობას, გამოცხადდება თუ არა 20 ნოემბრის შემდეგ კონკურსი, მარგველაშვილი ამბობს, რომ ამაზე 19 ნოემბერს ისაუბრებენ. "შეიძლება გამოცხადდეს, შეიძლება  - არა", - ამბობს მარგველაშვილი.

 

ავტორი: თეკლა მორგოშია