|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სტომატოლოგიური საქმიანობა ჯანდაცვის სამინისტროს კონტროლს დაექვემდებარება

სტომატოლოგიური საქმიანობა რეგულირების ფარგლებში ექცევა და ამ მიმართულებით გაწეული სერვისი კონტროლს დაექვემდებარება. ამასთან დაკავშირებით "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი ჯანდაცვის სამინისტრომ პარლამენტს უკვე წარუდგინა. 
მოქმედი კანონის თანახმად, სტომატოლოგიური მომსახურება მხოლოდ სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესრულებას ექვემდებარება. ამასთან, სერვისის მიმწოდებელი არ ექვემდებარება მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესრულების შემოწმებას, შერჩევითი კონტროლით. ამდენად, მაკონტროლებლის მხრიდან სტომატოლოგიური კლინიკის შემოწმება კონკრეტული საჩივრის გარეშე, ვერ ხორციელდება. ჯანდაცვის სამინისტრო ვერ იღებს ინფორმაციას სტომატოლოგიური დაწესებულებების არსებობის შესახებ და ვერ აწარმოებს აღნიშნული საქმიანობის კონტროლს. 
"ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" კანონის მოქმედი რედაქციით, ამბულატორიულად, დღის სტაციონალის პირობებში განსახორციელებელი მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ჩამონათვალი პირდაპირ მოცემულია კანონში. პარლამენტში წარდგენილი ცვლილებების თანახმად კი, აღნიშნული საქმიანობის დადგენის უფლებამოსილება მთავრობას ექნება. 
ცვლილებები შედის კანონის იმ ნაწილში, რომლის გათვალისწინებით, სტომატოლოგიური საქმიანობა მხოლოდ სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესრულებას ექვემდებარება. ცვლილებების შედეგად, სტომატოლოგიური საქმიანობა დაექვემდებარება როგორც სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესრულებას, ასევე ტექნიკური რეგლამენტის შესრულების შერჩევით კონტროლს.


წყარო: ინტერპრესნიუსი

ავტორი: ნიუპრესი