|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

ქუთაისის მერიის სამაშველო სამსახურის უფოსი, კახა მაჩიტიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. აღნიშნულის შესახებ, მაჩიტიძე neworess.ge–სთან საუბრობს.

"პარასკევს საღამოს გამათავისუფლეს. თუმცა, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება ამ დრომდე არ მომსვლია", – ამბობს სამაშველო სამსხურის ყოფილი უფროსი.

კახა მაჩიტიძე მიმდინარე წლის 9 სექტემბრიდან ბიულეტინზე იმყოფებოდა. მაჩიტიძის თქმით, დაკავებული თანამდებობიდან მისი გათავისუფლება სწორედ, ბიულეტინზე ყოფნის დროს მოხდა. "ცრუ დასკვის საფუძველზე გამათავისუფლეს, რომელიც მერიის კონტროლს სამსხურმა დაწერა", – ამბობს კახა მაჩიტიძე.

მერიი სამაშველო სამსახურში კონტროლის და აუდიტის სამსახური ფინანსური საკითხების მოკვლევის მიზნით, მიმდინარე წლის ოქტომბერში შევიდა.

კახა მაჩიტიძე სამაშველო სამსახურს 2011 წლიდან ხელმძღვანელობდა. ის მიმდინარე წელს, მერიაში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად გაათავისუფლეს. თუმცა, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მერიას მაჩიტიძის თანამდებობაზე აღდგენა დააკისრა.

ავტორი: თეკლა მორგოშია